საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ და ოსურ მხარესთან პატიმრები გაცვალა

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშისაქართველო აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი
საქართველო აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე საქართველოს ცხრა მოქალაქე გაანთავისუფლა, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დე ფაქტო ხელისუფლებას ოთხი პატიმარი გადასცა და სანაცვლოდ ოსური და აფხაზური მხარისაგან საქართველოს 14 მოქალაქე მიიღო, იტყობინება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო „"Новости-Грузия". 

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს გადასცა: ჯღარკავა ომარი, ოყუჯავა ჯემიკო, რურუა მალხაზ, თორაძე ზურაბ, ხუხუა შალვა, ცაგურია ელდარი, შონია მანუჩარ, შედანია-ასეევა დიანა და გერლიანი კობა; გადაცემა ენგურის ხიდზე მოხდა. 

ოსურ მხარესთან პატიმრების გაცვლა სოფელ ერგნეთთან მოხდა. ქართულ მხარეს გადმოსცეს: მიდელაშვილი ჯემალ, ილურიძე გელა, მიხეილ ქრისტესიაშვილი, გრიგალაშვილი თეიმურაზ და ფუხაევი იგორ.

ხსოვნის სანთელი - Sputnik საქართველო
აფხაზეთის ტერიტორიაზე წელს კიდევ რამდენიმე ქართული სამარხი გაიხსნება

თავის მხრივ ქართულმა მხარემ გადასცა 4 დაკავებული: გიგო ვილგენის ძე ვალიშვილი, გიორგი ვალერის ძე ზასეევი, იოსებ ადიკოს ძე კოჩიევი და ბორის ზურაბის ძე ტურაშვილი.

ბოლო შვიდი წლის მანძილზე სხვადასხვა დროს დაკავებულ პატიმართა გაცვლის პროცესს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. 

"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო აფხაზურ მხარეს, რადგან ისინი ძალიან ღირსეულად  მოიქცნენ. მათ 9 პატიმარი გაანთავისუფლეს, რომლებიც რა თქმა უნდა უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულნი, ისე რომ არავისთვის არაფერი მოუთხოვიათ. ჩვენ 4 პატიმარი ცხინვალის მხარეს გადავეცით“, — თქვა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0