ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილების დადება
ხელბორკილების დადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც დიდი რაოდენობით მარიხუანა და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი აბები აღმოაჩნდა, უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დორუქან ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა მარიხუანის მოყვარულებისკენ შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგა
 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 49 აბი ე.წ. „ექსტაზი“ და 1,4134 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ყველა ახალი ამბავი
0