საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქოში მოლაპარაკებები გამართეს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები
საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში შემდგომი ურთიერთობების განვითარებითაა დაინტერესებული, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა, აღნიშნულია საქართველოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პოლიტიკოსებმა ენერგიის დივერსიფიკაციასთან და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო ძალიან არის დაინტერესებული ენერგეტიკის სექტორში აზერბაიჯანთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.

Bakıda neft nasosları - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი უერთდება ქვეყნებს, რომლებმაც ნავთობის მოპოვების დონე გაყინეს

გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლება და აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი შეთანხმდნენ, რომ კომპანია საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას 500 მლნ კუბომეტრით გაზრდის და შეამცირებს ფასს სოციალური გაზისა და გაზგასამართი სადგურებისთვის.

 „ეს შეთანხმება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სრული ურთიერთგაგებაა“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ორივე ქვეყანაში არსებული ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

ყველა ახალი ამბავი
0