ხაბელოვი: სპორტსმენი, რომელიც დოპინგს იყენებს, გამარჯვებას ტყუილით მოიპოვებს

© НОК Грузииლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარის სიტყვებით, იმ შემთხვევაშიაც კი, თუ სპორტსმენმა არ იცის, მის სისხლში აკრძალული პრეპარატი რა გზით აღმოჩნდა, ათლეტს ბრალი არ ეხსნება.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს დოპინგის მოხმარებაში მხილებული სპორტსმენების მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

„ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა დოპინგი არ მიიღონ. მაქსიმალურად ვცდილობთ ვაკონტროლოდ ისინი. “ჭუჭყიანი სპორტსმენები”უნდა უწოდო იმ სპორტსმენებს, რომლებიც ამაზე გამოიჭირეს. იმიტომ, რომ ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც აკრძალულ პრეპარატს იყენებს, გამარჯვებას ფაქტიურად ტყულით ამოიპოვებს. მე კატეგორიულად არ მივესალმები ასეთ რამეს. ჩემთვის მიუღებელია ისეთი მიდგომა, თითქოსდსა ერთხელ შემეშალა, მერე მეორედ შემეშალა. ასე არ შეიძლება“,–აღნიშნა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.

ხაბელოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშირისო  ოლიმპიური კომიტეტის ყველა კონფერენციაზე, ყველა ასამბლეაზე თომას ბახი (სოკ–ის პრეზიდენტი) დოპინგთან ბრძოლის მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტსმენებმა ყოველთვის არ იციან, როგორ აღმოჩნდა მათ სისხლში დოპინგი. მისი სიტყვებით, ეს სრულიად შემთხვევით შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს გარემოება მათ არ ამართლებს.

დავით მოძმანაშვილი - Sputnik საქართველო
ოლიმპიური თამაშების ქართველმა პრიზიორმა მელდონიუმის გამოყენება აღიარა

ამ წლის თებერვალში საქართველოს ნაკრების ექვსი მოჭიდავის (თავისუფალი და ბერძნულ–რომაული ჭიდაობა)  პირველადმა დოპინგ–ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენეს. სპორტსმენების სისხლში აღმოჩენილია მელდონიუმი (მილდრონატი) – სწორედ ის პრეპარატია, რომლის მოხმარება მსოფლის ექს–პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ აღიარა.

დოპინგის მოხმარებაში ეჭვმიტანილი ქართველი მოჭიდავეების სახელები არ ხმაურდება. თვითონ სპორტსმენები თავის ბრალეულობას უარყოფენ და ხელახალი ანალიზების ჩატარებას ითხოვენ.

სრულად ლერი ხაბელოვთან ინტერვიუ იხილეთ ჩვენს გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0