თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქართველმა სპორტსმენმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა აკრძალული ნივთიერების მელდონიუმის მოხმარებ აღიარა, იუწყება „Sputnik ტაჯიკეთი“ გამოცემა The Washington Post-ზე დაყრდნობით.
მასალაში აღნიშნულია, რომ ერთი თვის წინ ანალიზების შედეგებმა მოჭიდავის ორგანიზმში პრეპარატის არსებობა გამოავლინა. ახლა მოძმანაშვილს დოპინგის ხელახლა გამოყენების შემთხვევაში შეჯიბრებებში მონაწილეობის სამუდამოდ აკრძალვა ემუქრება.
გარდა ამისა, საქართველოს გუნდის ხუთ წევრს ასევე აღმოაჩნდა ორგანიზმში მელდონიუმი, თუმცა, მათი ვინაობა არ სახელდება, რადგანაც სპორტსმენები ბრალდებას უარყოფენ.
ამ ექვსი მოჭიდავიდან ბრაზილიაში ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელ სპორტსმენთა სიაში არცერთი არაა, თუმცა მათი მონაწილეობა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
პრეპარატ მელდონიუმზე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ განაცხადა, რომ დოპინგზე მისი შემოწმებისას აკრძალული პრეპარატის მელდონიუმის კვალი აღმოაჩინეს.
მელდონიუმი მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ აკრძალულ ნივთიერებათა ნუსხაში 2016 წლის 1 იანვრიდან შეიყვანა. ის აკრძალულია როგორც შეჯიბრებების, ისე არაშეჯიბრებების პერიოდში და „ჰორმონებისა და მეტაბოლიზმის მოდულატორების“ კლასს განეკუთვნება.