ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმება შესთავაზეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში
ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, ახალი რეგულაცია ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივა რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, შეტანილია ევროპარლამენტში და უკვე გამოქვეყნებულია უწყების ოფიციალურ საიტზე.

თუ ევროდეპუტატები, მოიწონებენ ამ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე 180 დღის პერიოდში 90 დღის განმავლობაში დაჰყონ. 

საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის  გეგმის ყველა მოთხოვნა, რომელიც 2013 წლის თებერვალში  წარედგინა საქართველოს მთავრობას. შესაბამისად საქართველომ დააკმაყოფილა ყველა აუცილებელი კრიტერიუმი იმისათვის, რომ მისი მოქალაქეები განთავისუფლებული იყვნენ ვიზებისაგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე მოგზაურობისას“, — ნათქვამია დოკუმენტში.

შენგენის ვიზა - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემა გახშირდა
 

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, ახალი რეგულაცია ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს. 

2015 წლის 18 დეკემბერს, ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს მზაობაზე ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციისათვის. 

სამიგრაციო პოლიტიკის ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა (Dimitris Avramopoulos) დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა ამის თაობაზე.


ყველა ახალი ამბავი
0