საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემა გახშირდა

© photo: Sputnik / Sergei Kirkachშენგენის ვიზა
შენგენის ვიზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2011 წლიდან შენგენის ვიზის მიღების განაცხადებზე უარყოფითი გადაწყვეტილებების წილი ყოველწლიურად მცირდება.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ვიზის მიღებაზე უარს სულ უფრო იშვიათად ეუბნებიან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბატაძემ ანგარიშის „თავისუფალი გადაადგილება ევროპული ინტეგრაციისთვის“ პრეზენტაციაზე.

საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, 2016 წლის ზაფხულიდან შენგენის ზონის ქვეყნებში ბიომეტრიული პასპორტებით, ვიზების გარეშე შეძლებენ წასვლას. მანამდე შენგენის შეთანხმების ქვეყნებში შესვლისთვის საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი ნებართვა სჭირდებათ.

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
სავიზო საკითხი: 10 მთავარი მიმართულება საქართველოს მოქალაქეებისთვის

„განაცხადებზე უარყოფითი გადაწყვეტილებების წილი 2011 წლიდან მცირდება. თუ პირველ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 9,9%-ს შეადგენდა, 2015 წლისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 3,3%-ია“, — განაცხადა ტაბატაძემ.
ევროკომისიამ 2015 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა.

ევროკავშირთან თითქმის პარალელურად, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა რუსეთმაც. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს, 23 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების პირობები შეამსუბუქა.

ყველა ახალი ამბავი
0