თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში 9-დან 18 მარტის ჩათვლით ევროკავშირის კინოფესტივალი მეოთხედ ჩატარდება. წლევანდელი კინოფორუმი ევროპული კინოს 72 წლის ისტორიას ასახავს.
კინოფესტივალის ორგანიზატორები არიან ვეროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები.
საქართველოს ხუთ ქალაქში — თბილისში (კინოთეატრი „ამირანი“), ქუთაისში (კინოთეატრი „სულიკო“), რუსთავში (კინოთეატრი „რუსთავი“), ბოლნისსა (ბოლნისის კულტურის ცენტრი) და მესტიაში („სვანეთის მუზეუმი“) — ერთდროულად იქნება ნაჩვენები 17 კინოფილმი.
„სპეციალურად შერჩეული ფილმების საერთო თემაა "გარდამტეხი მომენტები" და ისინი პირად, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ეძღვნება”, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
კინოფესტივალის სტუმრები ნახავენ ევროპულ ფილმებს: ბელგიელი რეჟისორების ჟან-პიერ და კულ დარდენის „ბიჭი ველოსიპედით“ (2011), პოლონელი ლუკაშ პალკოვსკის „ღმერთები“ (2013), ჰანს ვაინგარტნერის გერმანული ფილმი „აღმზრდელები“ და სხვა.
ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული სუბტიტრებით. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.