კახა კალაძე კოალიციის დაშლაში ტრაგედიას ვერ ხედავს

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშინ კოალიციას ერთი მიზანი ჰქონდა – სააკაშვილის ხელისუფლების ჩანაცვლება. დღეს სხვა რეალობაა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ შეიქმნა, რათა არჩევნების გზით თავიდან მოეცილებინათ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი გუნდი, ხოლო ახლა არაფერი ტრაგიკული არ მოხდება, თუ კოალიცია დაიშლება.

არჩევნების წინა მიტინგი, 2012 წელს - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ კოალიციაში ერთიანობის შენარჩუნებაზე მუშაობს
 

„კოალიციას, რომელიც შეიქმნა, ერთი მიზანი ჰქონდა – მთავარი ამოცანა იყო სააკაშვილის ხელისუფლების ჩანაცვლება არჩევნების გზით, რაც მოვახერხეთ. მაშინ განსხვავებული რეალობა იყო, ხოლო დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. თუ დაიშლება, ეს იქნება ნორმალური პროცესი და საგანგაშო არაფერია. თუ ერთობლივად წარვდგებით, ესეც პრობლემა არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან ერთად მინისტრმა მიუთითა, რომ პირადად მისი სურვილია – კოალიცია ერთობლივად წარდგეს არჩევნებზე. მან დაამატა, რომ გადაწყვეტილებას კოალიციის თაობაზე პრემიერ-მინისტრი მიიღებს. 


ყველა ახალი ამბავი
0