თბილისი, 8 მარტი — Sputnik. თბილისის სასამართლომ საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრზე, ამჟამად „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება რადიოსადგური „პირველი რადიო“.
პეტრიაშვილს უცნობმა პირებმა 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ესროლეს. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებითა და თავისა და ზურგის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა მექვაბიშვილი 7 მარტს ბორჯომში დააკავეს.
გამოძიების მონაცემებით, სწორედ მექვაბიშვილმა დაარტყა თავდაპირველად პეტრიაშვილს თავში, ხოლო მოგვიანებით ესროლა. გარდა ამისა, მან რამდენჯერმე დაარტყა ექს-მინისტრს ჯოხი, რის შემდეგაც თანამზრახველთან ერთად დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებულის თანამზრახველის ძებნა გრძელდება.
საქმეს შსს იძიებს „სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების“ მუხლით. პეტრიაშვილის თანაპარტიელები მოითხოვენ, რომ შეიცვალოს კვალიფიკაცია და საქმე „განზრახ მკვლელობის მცდელობით“ წარიმართოს. შსს ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
პეტრიაშვილი საავადმყოფოში იმყოფებოდა, სამშაბათს ის კლინიკიდან გაწერეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.