ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თურქეთის გეგმის საერთო პარამეტრებს

© Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმა თურქეთიდან სირიელი ლტოლვილების ევროკავშირში ლეგალურად დასახლებას ითვალისწინებს იმ მიგრანტების თურქეთში დაბრუნების სანაცვლოდ, რომლებიც ახლა ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თურქეთის მიერ შეთავაზებული გეგმის ძირითად პარამეტრებს მიგრანტებთან დაკავშირებით, იუწყება სააგენტო „როიტერი“ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე დაყრდნობით. 

მერკელის თქმით, დეტალებზე მომავალ კვირაში იმუშავებენ. 

ამას გარდა, კანცლერმა დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი მიგრაციული გეგმის საკუთარ ნაწილს შეასრულებს, უკვე ივნისში გახდება შესაძლებელი თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის გამოცხადება. 

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
მერკელი: დასავლეთისა და რუსეთის დიპლომატიური ძალისხმევა ჯერჯერობით წარუმატებელია
 

ორშაბათს თურქეთის პრემიერ–მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ევროკავშირის სამიტზე ახალი წინადადება წამოაყენა, რომელიც თურქეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტთა ნაკადის შემცირებაზე ერთობლივ სამოქმედო გეგმას შეეხება. გეგმა თურქეთიდან სირიელი ლტოლვილების ევროკავშირში ლეგალურად დასახლებას ითვალისწინებს იმ მიგრანტების თურქეთში დაბრუნების სანაცვლოდ, რომლებიც ახლა ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან. ამას გარდა, გეგმის თანახმად, თურქეთს 2018 წლამდე ვადაში დამატებით 3 მილიარდი ევრო გამოეყოფა მიგრანტთა საცხოვრებლის მოსაწყობად, ასევე უკვე მიმდინარე წლის ივნისში დაუწესდება უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და განახლდება ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები. 


ყველა ახალი ამბავი
0