თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. დასავლეთისა და რუსეთის დიპლომატიური ძალისხმევა სირიაში ჯერჯერობით წარუმატებელია, — განაცხადა გამოცემა BILD-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
„მთელი დასვლეთისა და ასევე არაბული სახელმწიფოების, რუსეთისა და რეგიონული ხელისუფლებების დიპლომატიას სირიაში ჯერჯერობით არანაირი წარმატება არ მოჰყოლია. ეს მწარე სიმართლეა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ. პირიქით: ახლა ჩვენ კიდევ მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ და იმავდროულად, წვლილი უნდა შევიტანოთ მეზობელი სახელმწიფოების სტაბილიზაციის საქმეში“, — განაცხადა მერკელმა.
მისი თქმით, მიგრაციული კრიზისი ევროპაში იმის დემონსტრირებაა, რომ „სირია ევროპის კარს მიადგა“.
სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტს 220 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. სამთავრობო ჯარებს სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების ბოევიკთა რაზმები უწევენ წინააღმდეგობას. ყველაზე მეტად აქტიურობენ ექსტრემისტული დაჯგუფებების: „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ბოევიკები.