აბაშიძე და კარასინი პრაღაში ტრადიციულ საკითხებს განიხილავენ

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლაპარაკებების მსვლელობისას მხარეები შეეხებიან ტრადიციულ საკითხებს - ჰუმენიტარულ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სხვა ურთიერთობებს, განაცხადა აბაშიძემ.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს განუცხადა, რომ მისი მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინთან პრაღაში 16 მარტს შედგება. 

„შეხვედრა 16 მარტს შედგება, ჩვეულებისამებრ ჩვენ განვიხილავთ ტრადიციულ საკითხებს — ჰუმენიტარულ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სხვა  ურთიერთობებს“, განაცხადა აბაშიძემ. 

მისი თქმით, ენერგეტიკულ საკითხებს, კერძოდ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ მხარეები არ განიხილავენ. 

ეს საკითხი ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაა“, — დასძინა მან. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთი კონფლიქტების გადაჭრის მაგალითი უნდა გახდეს

აბაშიძემ ასევე უარყო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მასზედ, რომ პრაღაში გამართულ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოში დაკავებული დაღესტნის მკვიდრის, მიქაელ კადიევის საკითხს, რომელსაც რუსეთის პროკურატურა ითხოვს. 

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0