თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრებმა მშვილდით სროლაში ზამთრის მსოფლიოს ჩემპიონატზე ანკარაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა მშვილდოსნებმა რუსეთის გუნდს ანგარიშით 6:2 მოუგეს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე წარადგინეს: ხათუნა ნარიმანიძემ, ქრისტინე ესებუამ და იულია ლობჟანიძემ.
მსოფლიოს ჩემპიონები იაპონელები გახდნენ, რომელთაც ფინალში პოლონეთის ნაკრებს სძლიეს.
სამივე მშვილდოსანი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს წარადგენენ.
ხათუნა ნარიმანიძე 2015 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.