საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2015 წლის შედეგები შეაჯამა

© photo: Sputnikევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასახელდა იმ სპორტსმენების ვინაობა, რომლებმაც რიო–დე–ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებზე ლიცენზიები მოიპოვეს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2015 წლის შედეგები შეაჯამა და იმ სპორტსმენების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც რიო–დე–ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებზე ლიცენზიები მოიპოვეს.

ამჟამად საქართველოს 14 ლიცენზია აქვს. პირველი ლიცენზია ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა – ნინო სალუქვაძემ მოიპოვა. ევროპის სამგზის ჩემპიონის, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონისა და ოლიმპიური ჩემპიონისთვის (1988), ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში რიგით მერვე იქნება. გარდა ამისა, სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელიც  ყველა ოლიმპიური მედლის მფლობელია.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ჰყავს. ამ დროისთვის რიოში გამოსვლის უფლება ოთხმა სპორტსმენმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების სრული სია:

1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

2. ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა)

3. ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა)

4. იულია ლობჟანიძე (მშვილდოსნობა)

5. დავით ხარაზიშვილი (მძლეოსნობა)

6. სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)

7. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)

8. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

9. სანდრო ამინაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

10. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)

11. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) 

კიდევ სამი ლიცენზია საქართველოს ძალოსნობის ნაკრებმა მოიპოვა, თუმცა, კონკრეტულად ვინ წავა რიო–დე–ჟანეიროში, ამის თაობაზე ძალოსნობის ფედერაცია და ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მოგვიანებით, სპორტსმენების შედეგებზე დაყრდნობით განაცხადებს. 


ყველა ახალი ამბავი
0