ფინანსთა სამინისტრო: EBRD საქართველოს საიმედო პარტნიორია

© photo: Sputnik / Denis Aslanovთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
EBRD-ის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 23 წლის განმავლობაში დაახლოებით 2,6 მილიარდი ევრო შეადგინა, მათ შორის, 2015 წელს - 200 მლნ ევრო.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. უახლოეს პერიოდში EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ორი პროგრამის დაფინანსების საკითხზე იმსჯელებს — თბილისის ავტობუსების პარკის განახლებასა და მყარი ნარჩენების მართვაზე, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

EBRD-ის მეშვეობით განხორციელებული პროექტები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები ორშაბათს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და EBRD-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე განიხილეს.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ოფისი გაიხსნა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია არა მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, არამედ ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, აღნიშნა ხადურმა.

EBRD-ის დაფინანსებით საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ენერგეტიკის სფეროში, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. ბანკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის შედეგად, 2014 წელს პრაქტიკულად გაორმაგდა EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები, რომელმაც 200 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო მთლიანად თანამშრომლობის 23 წლის განმავლობაში, ბანკის ინვესტიციებმა ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0