„თავი დავანებოთ მცდელობას, ვიაროთ ოჯახ-ოჯახ და ვიჭყიტოთ სხვისი საბნის ქვეშ“

© Courtesy of Soso Tsiskarishviliსოსო ცისკარიშვილი
სოსო ცისკარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 მარტს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს შესახებ, სადაც იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად.

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ლგბტ საკითხებზე ბალანსირებული და ობიექტური სწავლების არარსებობის გამო მოსწავლეები მოწყვლადნი რჩებიან ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომო/ტრანსფობიური დისკურსის მიმართ. რა პოზიცია აქვს პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ევროპული კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით — ამის შესახებ ის sputnik-ს ესაუბრა:

— ევროპაში, როგორც ჩანს, არსებობენ ორგანიზაციები, რომელთაც სურთ ანტიევროპული განწყობების დამკვიდრება ამა თუ იმ ქვეყანაში. არ მიმაჩნია მართებულად უმცროსკლასელებში დაიწყოს ლგბტ თემის პროპაგანდა. ეს არ გახლავთ სკოლის მოსწავლეთა აღზრდის თემა და აქ განათლების სამინისტროს უნდა ჰქონდეს მკაფიო ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, რომ ცნობიერების რემონტი უნდა მოხდეს ბუნებრივად და არა აქტიური ზემოქმედების საფუძველზე. ყველაფერს უნდა დრო და სათუთი მიდგომა და არა იძულება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება ბავშვებს. აქვე მინდა შევეხო ერსქესიანთა ქორწინების საკითხს. თითოეული ჩვენი მოქალაქის ცნობიერებეააში უნდა დამკვიდრდეს სტანდარტი, რომ არავის გვეკითხება სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება, თუ ეს არ იქნა იმ ადამიანის მიერ ნებადართული. თავი უნდა დავანებოთ მცდელობას, ვიაროთ ოჯახ-ოჯახ და ვიჭყიტოთ სხვისი საბნის ქვეშ რა ხდება. ეს მიუღებელია ცივილიზაციის პრეტენზიის მქონე ერისთვის. მიმაჩნია, რომ უნდა მოვახდინოთ გამიჯვნა ოჯახისა და ერთსქესიანი წყვილის. ერთსქესიანთა ოჯახი ჩვენთან არ იქნება სრულყოფილი, მაგრამ მას არსებობის ლეგალური ფორმა უნდა მოვუნახოთ. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ერთსქესიანთა წყვილი, რომელიც დარეგისტრირდება იმ ადგილზე, სადაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტების რეგისტრაციაც, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ქორწინების სახლი, რადგან დედ-მამის ცნებას ვერცერთი ერთსქესიანი წყვილი ვერ შეძლებს მოირგოს. მათ, ნაცვლად მშობლებისა, უნდა ვუწოდოთ გამზრდელები. ანუ გვექნება ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც ერთი და იგივე სქესის მქონე წყვილის თანაცხოვრებას დაამოწმებს, მაგარმ ეს იქნება წყვილი და არა ოჯახი. ისინი იქნებიან აღმზრდელები და არ დედ-მამა. ჩვენი საზოგადოება უფრო მარტივად შეეგუება ერთსქესიანთა წყვილის თანაცხოვრებას, ვიდრე ერთსქესიანთა ოჯახს. 

-უნდა ჰქონდეთ მათ შვილის აყვანის უფლება?

— კანონი უნდა ითვალისწინებდეს, რომ გამზრდელებს ჰქონდეთ უფლება ბავშვის შვილად აყვანის, მხოლოდ ამ ბავშვის 6 ან 7 წლის მიღწევის შემდეგ. ასეთ ვითარებაში იქნება მცდელობა, არც მწვადი დავწვათ არც შამფური. ახალი რეალობისთვის შეგუება  არ იქნება მარტივი საზოგადოებისვთის, მაგრამ ყველაფერს დრო უნდა.

-ევროპული კომისიის მოხსენების იმ პუნქტზე მინდა გკითხოთ, სადაც პატრიარქი ილია მეორე ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული. რამდენად ეთიკურია ამგვარი მიდგომა, როდესაც რომელიმე დასავლური ორგანიზაცია პატრიარქს აკრიტიკებს?

— პატრიარქის ტერმინოლოგია მუდმივად მისაღები იყო ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირთათვის, რომლებსაც იგი პირადად ხვდებოდა და  ალბათ ეს უცნობია, ამ დოკუმენტის ავტორთათვის. რასაკვირველია, ამგვარი შეფასება მიუღებელია. ეს არის საბოტაჟი ან უმეცრება, რომელიც მიმართულია პატრიარქის წინააღმდეგ.

თენგიზ ჩოჩუა

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0