შინაგან საქმეთა მინისტრმა საჩხერეში მომსახურების სააგენტოს შენობა გახსნა

© FB/miaofgeoშს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საჩხერეში
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საჩხერეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მღებრიშვილმა საჩხერეში პირადად ჩაიბარა გამოცდა მანქანის მართვაში და სანომრე ნიშნების მისაღებად მისულ კლიენტსაც პირადად მოემსახურა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს–ს მომსახურების სააგენტოს დირექტორთან დავით ნიკოლეიშვილთან ერთად საჩხერეში სააგენტოს ახალი შენობა გახსნა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

შენობა საჩხერე–ჭიათურის მაგისტრალზე მდებარეობს. სააგენტოს პირველ მომხმარებელს თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მოემსახურა და ავტომობილის სანომრე ნიშნები გადასცა. მინისტრმა ასევე პირადად ჩაიბარა გამოცდა მანქანის მართვაში.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილი - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას მოითხოვს

„ვულოცავ სააგენტოს ყველა თანამშრომელს და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეულის გახსნას. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ფაქტობრივად, ყველას შეუძლია ისარგებლოს მომსახურების სააგენტოს სერვისებით“, — თქვა მღებრიშვილმა.

საქართველოს შსს–ს მომსახურების სააგენტო 2007 წელს დაარსდა. სააგენტოს უმთავრესი ფუნქციებია მართვის მოწმობებისა და სანომრე ნიშნების გაცემა, მართვის გამოცდების ჩატარება, იარაღის გაფორმება და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0