გადადგა ჩინოვნიკი, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს

© photo: Sputnik / Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო მოხელეებისგან ქცევის ნორმების დაცვა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თანამდებობას დატოვებენ.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია “ ბათუმის წყლის“ დირექტორმა ალექსანდრე მიქელაძემ, რომელზეც მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ, სიტუაციის გარკვევამდე თანამდებობიდან გადადგა, იუწყება რადიოსადგური „პირველი რადიო“

საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, მიქელაძემ, რომელსაც ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მისთვის სასურველი მაგიდით სარგებლობის უფლება არ მისცეს, ობიექტისთვის წყლის გადაკეტვის განკარგულება გასცა. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ჩინოვნიკებისგან ღირსეულად მოქცევას მოითხოვს

მომხდარი ფაქტი ძალზე ნეგატიურად აღიქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობა არ მისცემს უფლებას სახელმწიფო მოხელეეებს, თანამდებობა საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენონ. 

მომხდარის დეტალებს შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტი არკვევს. 


ყველა ახალი ამბავი
0