საქართველოს პრემიერი ჩინოვნიკებისგან ღირსეულად მოქცევას მოითხოვს

გამოწერა
სახელმწიფო მოხელემ თანამდებობა საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად არ უნდა გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამუშაო ადგილს დაკარგავს, განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოში უნდა დამკვიდრდეს საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წყლის გამანაწილებელი კომპანია „ბათუმის წყლის“ დირექტორთან ალექსანდრე მიქელაძესთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტის კომენტარისას.

მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიქელაძემ, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში სასურველ მაგიდასთან არ დასვეს, ამ ობიექტისთვის წყლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

„თუ ეს დადასტურდა, ამ პიროვნებამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ეს შესაძლოა იყოს უსაფუძვლო ბრალდება, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, გავერკვეთ სიმართლეში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ საქმის დეტალურად შესწავლა დაავალა.


ყველა ახალი ამბავი
0