თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ბირთვულ არსენალში არსებული იარაღის ნებისმიერ მომენტში გამოსაყენებლად მომზადების განკარგულება გასცა, — იუწყება РИА Новости სააგენტო „იონჰაპზე“ დაყრდნობით.
კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ, ქვეყნისთვის ძალზე სახიფათო ვითარებიდან გამომდინარე, კორეა გადახედავს საკუთარ სამხედრო დოქტრინას, რათა პრევენციული დარტყმის მიყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მცირე სიშორის რაკეტების გაშვების პროცესზე თვალყურის დევნებისას გააკეთა, რომლებიც ქვეყანამ იაპონიის ზღვისკენ გაუშვა.
გაეროს უსაფრთხოების საბჭომ 2 მარტს მიიღო რეზოლუცია №2270, რომლის თანახმადაც, იკრძალება ჩრდილოეთ კორეისთვის საავიაციო და სარაკეტო საწვავის მიწოდება, ხოლო ქვეყანაში შემავალი თუ ქვეყნიდან გამავალი ტვირთები ინსპექტირებას გაივლის. დოკუმენტი ასევე კრძალავს ჩრდილოეთ კორეისთვის ჩვეულებრივი შეიარაღების მიყიდვას და მნიშვნელოვნად ზღუდავს ქვეყნიდან ქვანახშირის, რკინის, ოქროს, ტიტანისა და იშვიათი ბუნებრივი მინერალების ექსპორტს.