თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თბილისში საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის დევისის თასის მეორე ევრო–აფრიკული ჯგუფის კენჭისყრა ჩატარდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური გვერდი.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს გუნდის ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მსოფლიოს 118–ე ჩოგანი) და კრისტიან სიგსგაარდი შეხვდებიან. სიგსგაარდი АТР–ს რეიტინგში არ შედის. მეორე წყვილი საქართველოს ნაკრების მეორე ნომერმა გიორგი ცივაძემ (854) და სტუმრების ლიდერმა ფრედერიკ ნილსენმა (374) შეადგინეს.
ორივე მატჩი თამაშების პირველ დღეს – 4 მარტს ჩატარდება.
წყვილების შეხვედრაში, რომელიც 5 მარტს ჩატარდება, ბასილაშვილი და ცივაძე ნილსენს და თომას კრომანს ეთამაშებიან. ბოლო დღეს, 6 მარტს ბასილაშვილი ნილსენს შეხვდება, ცივაძე კი სიგსგაარდს.
„მე კმაყოფილი ვარ კენჭისყრის შედეგებით. კარგია, რომ პირველ შეხვედრას სწორედ მე ვაატრებ. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტოქეს მოვუგებთ“, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კენჭისყრის შედეგების შესახებ.
დევისის თასის მატჩები ხუთი პაექრობიდან ერთ-ერთი გუნდის სამ გამარჯვებამდე ტარდება. თუ ერთ-ერთი ნაკრები დროზე ადრე მესამე გამარჯვებას მოიპოვებს, მატჩი ავტომატურად დასრულდება.
შემდეგ რაუნდში, რომელიც 15–17 ივლისს ჩატარდება, საქართველო–დანიის წყვილის გამარჯვებული ფინეთი–ზიმბაბვეს დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.