თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ სეტში რუსი ალექსანდრე კუზნეცოვი ანგარიშით – 6:7, 7:6, 6,3 დაამარცხა და ჰააგის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
პირველი ორი პარტია თანაბარი ძალების დემონსტრირების ფონზე, ტაიმ–ბრეიკით დასრულდა. პირველი – რუსი სპორტსმენის (7:3), მეორე კი საქართველოს პირველი ჩოგანის (7:4) უპირატესობით.
მესამე გადამწყვეტ პარტიაში ბასილაშვილმა მოახერხა მეტოქის ჩაწოდებული ბურთის მოგერიება და თამაში თავის სასარგებლოდ დასრულება.
მოპოვებული გამარჯვებით (საპრიზო ფონდი 6200 ევრო) ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რაც საშუალებას მისცემს ქართველ სპორტსმენს გადაინაცვლოს მსოფლიო საუკუთესო ჩოგბურთელთა პირველ ასეულში.