კობახიძე „დნეპრის“ განაცხადში მოხვდა

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2008 წლიდან კობახიძემ „დნეპრისთვის“ სულ 12 მატჩი ჩაატარა, დანარჩენი დრო კი უკრაინის სხვადასხვა კლუბებში იჯარით გაატარა.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე უკრაინის ჩემპიონატის მატჩებზე გუნდის შემადგენლობის განაცხადშია შეყვანილი, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

29 წლის ფეხბურთელი „დნეპრში“ თბილისის „დინამოდან“ 2008 წლის იანვარში გადავიდა. ამ დროის განმავლობაში კობახიძემ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 12-ჯერ ითამაშა (8 — პრემიერ-ლიგაში, 3 — უეფას ევროპის ლიგზე, 1 — უკრაინის თასზე) და ორი გოლი გაიტანა.

დანარჩენი დროის განმავლობაში ნახევარმცველი იჯარით იმყოფებოდა უკრაინის სხვადასხვა კლუბებში – „კრივბასში“ (კრივოი როგი), „არსენალში“ (კიევი) და „ვოლინში“ (ლუცკი).

კობახიძე სეზონისწინა შეკრებაზე „დნეპრთან“ ერთად თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკოვიჩმა მიიწვია. ბოლო ტესტ-მატჩში ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, სამშობლოში დაბრუნდა და მკურნალობის კურსი გაიარა. 

ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
ლორია ტრავმას იღებს, გოგუას „ირტიშისთვის“ გოლი გააქვს

„დნეპრის“ შემადგენლობაში ქართველი ნახევარმცველი მე-19 ნომრით გამოვა.

უკრაინის ჩემპიონატის მეორე წრე 5 მარტს იწყება. ზამთრის შესვენების შემდეგ პირველ გასვლით მატჩს „დნეპრი“ კიევის „დინამოსთან“ გამართავს.

ჩემპიონატის პირველი ნახევრის შემდეგ „დნეპრს“ აქტივში 28 ქულით მეოთხე ადგილი უკავია. პირველობის ლიდერის „შახტიორისგან“ გუნდი 15 ქულით ჩამორჩება.


ყველა ახალი ამბავი
0