პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრს მიესალმება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსამთავრობოთაშორისი შეთანხმების ხელმოწერა
სამთავრობოთაშორისი შეთანხმების ხელმოწერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ენმ-ის არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი კობა გვენეტაძის კანდიდატურას.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოში კობა გვენეტაძის შეყვანით მხარი დაუჭირა ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობასა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა. 

„პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა და ამ გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობას გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკის წარმატებით ფუნქციონირება საბჭოს წარმატებულ წევრებზეა დამოკიდებული", — თქვა აბაშიშვილმა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სინანული გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი გვენეტაძის კანდიდატურას.  
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა

„სამწუხაროდ, კობა გვენეტაძეს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთმა წევრმა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ პარტიის სახეს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი პარტია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი“, — დაამატა აბაშიშვილმა. 

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ორთვიანი კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა კობა გვენეტაძე დაამტკიცა. მას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. უმთავრესი კრიტერიუმი, რომლითაც გვენეტაძე შეირჩა, კანდიდატის პროფესიონალიზმი და უპარტიობა იყო. 


ყველა ახალი ამბავი
0