სტენინის სახელობის კონკურსზე განაცხადების მიღება სრულდება

© photo: Sputnik / Евгения Новоженина / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი სტენინის სახელობის ფოტოკონკურსი
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოკონკურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის კონკურსზე ხუთი ნომინაციაა, სადაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ძალების მოსინჯვა შეუძლიათ. ესენია: „ჩემი ქვეყანა“, „მსოფლიოს ფერები. ცხოვრების ჰარმონია“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“, „მთავარი ახალი ამბები“ და „სპორტი“. კონკურსზე გამოგზავნილი ნამუშევრების რაოდენობით ნომინაცია „ჩემი ქვეყანა“ ლიდერობს.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რუსეთში ერთადერთ საერთაშორისო ფოტოკონკურსზე, რომელიც ახალგაზრდა ჟურნალისტებზეა გათვლილი, განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. ნამუშევრების მიღება გრძელდება 2016 წლის 22 მარტის ჩათვლით კონკურსის ვებ-გვერდზე stenincontest.ru. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 33 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. კონკურსის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“, კონკურსი იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით მიმდინარეობს. 

ფოტოგამოფენა - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ახალგაზრდა ფოტოგრაფები საკუთარი ქვეყნის შესახებ მოთხრობას ირჩევენ

კონკურსზე ნამუშევრები ხუთ ნომინაციაში მიიღება, ესენია: „ჩემი ქვეყანა“, „მსოფლიოს ფერები. ცხოვრების ჰარმონია“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“, „მთავარი ახალი ამბები“ და „სპორტი“. ჟიურის კენჭისყრის შედეგებით თითოეულ ნომინაციაში სამი საპრიზო ადგილი განისაზღვრება, ასევე გაიცემა განსაკუთრებული ჯილდო — „გრან-პრი“. „გრან-პრის“ ჟიურის წევრები ყველა ნომინაციაში წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩევენ. „გრან-პრისთვის“ გაიცემა 500 ათასი რუბლი და ის ყველაზე საინტერესო ნამუშევარს ერგება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ფოტოინფორმაციის გაერთიანებული დირექციის დირექტორის ალექსანდრ შტოლის კომენტარი: „ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის მონაწილეთა შორის ყველაზე პოპულარული ნომინაციებია „ჩემი ქვეყანა“ და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“. საკუთარ ქვეყანას ფოტოგრაფები ბუნების, ადამიანების ცხოვრებისა და ყოფის საშუალებით აჩვენებენ. ხოლო ნომინაციაში „ჩვენი დროის გმირი“ ვხედავთ, ახალგაზრდა ფოტოგრაფები როგორ აქტიურად ფიქრობენ, ვინ არის დღეს ეს გმირი. ვიღაც ბავშვების, ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილი ქალების, ან ხელოვნების მოღვაწეთა ფოტოებს აგზავნის, სხვები გვიჩვენებენ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოსთვის, სხვების გადასარჩენად რისკავდნენ და ყოველდღე რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს“.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან რუსეთისა და მსფოლიო ფოტოსაზოგადოების წამყვანი წარმომადგენლები, მათ შორის ოლგა სვიბლოვა – „მულტიმედია არტ მუზეუმის“ (ფოტოგრაფიის მოსკოვის სახლი) დამფუძნებელი დადირექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (რუსეთი); დენი პაკენი – სააგენტო The Associated Press–ის ფოტოსამსახურის დირექტორის მოადგილე (აშშ), ჩჟენ ვეი — ახალი ამბების სააგენტო „სინხუას“ (ჩინეთი) ფოტოინფორმაციის დეპარტამენის დირექტორის მოადგილე, ალდო მენდიკი — იტალიელი ფოტოგრაფი, საგანმანათლებლო კურსებისა და სემინარების ორგანიზატორი და სხვები.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. კონკურსი რუსეთში ერთადერთი ადგილია, სადაც ფოტოგრაფთა საერთაშორისო საზოგადოება ფოტოჟურნალისტიკის სფეროში ახალ სახელებს პოულობს, მხარს უჭერს და ავითარებს მაღალ სტანდარტებს, აყალიბებს დოკუმენტური ფოტოგრაფიის ხარისხის კრიტერიუმებს რუსეთსა და მსოფლიოში. 2015 წელს კონკურსი ახალგაზრდა ფოტოგრაფების ფოტობატალიების არენად იქცა, სადაც წარმოდგენილი იყო 5000 ნამუშევარი მსოფლიოს 54 ქვეყნიდან. კონკურსის გეოგრაფიამ 4 კონტინენტი მოიცვა, მათ შორის ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთისა და სამხრეთ–აღმოსავლეთის ქვეყნები. 

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში გაიმართა, მათი ნამუშევრები კი ექსპოზიციებსა და ფესტივალებზე ფართო საზოგადოებას წარედგინა როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ. 

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი 2016 წელს უდიდესი რუსული და საერთაშორისო მედიის, საინფორმაციო სააგენტოებისა და ფოტოსაზოგადოებების მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: რუსეთის სახელმწიფო ტელეარხი „როსია-კულტურა“, საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი KP.ru, საინფორმაციო პორტალი ЖурДом  და პორტალი RussianPhoto. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო Askanews, საინფორმაციო სააგენტო EFE,  მედიაჰოლდინგი Independent Media, საინფორმაციო სააგენტო Notimex, ტელეარხი და პორტალი RT, The Royal Photographic Society, Shanghai United Media Group (SUMG). დარგობრივი საინფორმაციო პარტნიორების სტატუსით კონკურსს მხარს დაუჭერენ: ფოტოგრაფიის აკადემია, სააგენტო ГеоФото, პორტალი Photo-study.ru, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირი, სტუდენტური და ახალგაზრდული მედიის კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists და ფესტივალი „ფოტოაღლუმი უგლიჩში“. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0