მსოფლიოს ახალგაზრდა ფოტოგრაფები საკუთარი ქვეყნის შესახებ მოთხრობას ირჩევენ

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიფოტოგამოფენა
ფოტოგამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის კონკურსზე ხუთი ნომინაციაა, სადაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ძალების მოსინჯვა შეუძლიათ. ესენია: „ჩემი ქვეყანა“, „მსოფლიოს ფერები. ცხოვრების ჰარმონია“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“, „მთავარი ახალი ამბები“ და „სპორტი“. კონკურსზე გამოგზავნილი ნამუშევრების რაოდენობით ნომინაცია „ჩემი ქვეყანა“ ლიდერობს.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსზე 500-ზე მეტი ნამუშევარი შევიდა. კონკურსის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო „როსია სეგოდნია“ და იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით მიმდინარეობს. განაცხადების მიღებიდან (2015 წლის 22 დეკემბერი) მონაწილე ქვეყნების რაოდენობამ ოცს მიაღწია.

მათ შორისაა საფრანგეთი, შვეიცარია, ბრაზილია, ინდოეთი, ფინეთი, ინდონეზია, თურქეთი, ბანგლადეში, რუსეთი, ყაზახეთი და სხვა.

2016 წელს ორგანიზატორებმა კონკურსის თემად აირჩიეს „გზა გლობალურ ურთიერთგაგებამდე“, რაც თანხვედრაშია 2016 წლის იუნესკოს თემასთან – „გლობალური ურთიერთგაგების საერთაშორისო წელი“.

კონკურსზე გაგზავნილი ნამუშევრების რაოდენობით ნომინაცია „ჩემი ქვეყანა“ ლიდერობს. ახალგაზრდა ფოტოგრაფები წარმოაჩენენ თავისი ქვეყნის ბუნების სილამაზეს, ქალაქის პეიზაჟებს, სოფლისა და მისი მოსახლეობის ცხოვრებას, ასევე სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს. განაცხადების მიღება კონკურსის საიტზე stenincontest.ru 2016 წლის 22 მარტამდე გაგრძელდება. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და ფოტოგამოფენის გახსნა 2016 წლის 30 აგვისტოს მოსკოვში გაიმართება.

ანდრეი სტენინი - Sputnik საქართველო
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოკონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

2016 წლის კონკურსზე ხუთი ნომინაციაა, სადაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ძალების მოსინჯვა შეუძლიათ. ესენია: „ჩემი ქვეყანა“, „მსოფლიოს ფერები. ცხოვრების ჰარმონია“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“, „მთავარი ახალი ამბები“ და „სპორტი“. კონკურსის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია კონკურსის ვებგვერდზე stenincontest.ru.

კონკურსის შესახებ
2016 წლის კონკურსზე ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ფოტო და არტ–მოღვაწეები: ოლგა სვიბლოვა – „არტ მუზეუმის მულტიმედიას“ (ფოტოგრაფიის მოსკოვის სახლი) დამფუძნებელი და დირექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (რუსეთი); იური კოზირევი – ფოტოჟურნალისტი (რუსეთი);  რუტ აიხჰორნი – ჟურნალ GEO–ს ფოტორედაქტორი (გერმანია); დენი პაკენი – სააგენტო The Associated Press–ის ფოტოსამსახურის დირექტორის მოადგილე (აშშ) და სხვები.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას ისახავს. კონკურსი რუსეთში ერთადერთი ადგილია, სადაც ფოტოგრაფთა საერთაშორისო საზოგადოება ფოტოჟურნალისტიკის სფეროში ახალ სახელებს პოულობს, მხარს უჭერს და ავითარებს მაღალ სტანდარტებს, აყალიბებს დოკუმენტური ფოტოგრაფიის ხარისხის კრიტერიუმებს რუსეთსა და მსოფლიოში. კონკურსის საპრიზო ფონდია პირველი ადგილისთვის –50, მეორისთვის – 35 და მესამისთვის – 25 ათასი რუბლი, ხოლო გრან–პრის მფლობელი 500 ათას რუბლს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0