ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოკონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

© photo: Sputnik / Василий Максимов / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი სტენინი
ანდრეი სტენინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის კონკურსზე ხუთი ნომინაციაა, სადაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ძალების მოსინჯვა შეუძლიათ. ესენია: „ჩემი ქვეყანა“, „მსოფლიოს ფერები. ცხოვრების ჰარმონია“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“, „მთავარი ახალი ამბები“ და „სპორტი“.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ სპეციალური ფოტოკორესპონდენტის ანდრეი სტენინის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სახელობის საერთაშორისო კონკურსზე ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების ნამუშევრების მიღება დაიწყო. კონკურსი „როსია სეგოდნიამ“ დააფუძნა და იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით მიმდინარეობს. 

2016 წელს ორგანიზატორებმა კონკურსის თემად აირჩიეს „გზა გლობალურ ურთიერთგაგებამდე“, რაც თანხვედრაშია 2016 წლის იუნესკოს თემასთან – „გლობალური ურთიერთგაგების საერთაშორისო წელი“. განაცხადების მიღება 2016 წლის 22 მარტამდე შესაძლებელია ვებგვერდზე stenincontest.ru. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18–დან 33 წლამდე ფოტოგრაფებს. 

ორგანიზატორებმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე 2016 წლის კონკურსის ჟიურის წევრები დაასახელეს, რომელთა შორისაც არიან მსოფლიოში აღიარებული ფოტო და არტ–მოღვაწეები: ოლგა სვიბლოვა – „არტ მუზეუმის მულტიმედიას“ (ფოტოგრაფიის მოსკოვის სახლი) დამფუძნებელი და დირექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (რუსეთი); იური კოზირევი – ფოტოჟურნალისტი (რუსეთი);  რუტ აიხჰორნი – ჟურნალ GEO–ს ფოტორედაქტორი (გერმანია); დენი პაკენი – სააგენტო The Associated Press–ის ფოტოსამსახურის დირექტორის მოადგილე (აშშ) და სხვები.

2016 წლის კონკურსზე ხუთი ნომინაციაა, სადაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ძალების მოსინჯვა შეუძლიათ. ესენია: „ჩემი ქვეყანა“, „მსოფლიოს ფერები. ცხოვრების ჰარმონია“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“, „მთავარი ახალი ამბები“ და „სპორტი“. კონკურსის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია კონკურსის ვებგვერდზე stenincontest.ru.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ფოტოინფორმაციის გაერთიანებული დირექციის დირექტორი ალექსანდრ შტოლი: „წელს ჟიურიში სხვადასხვა ფოტოგრაფიული სკოლის წარმომადგენლები შევიდნენ, რათა ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფების ნამუშევრები მთელი თავისი მრავალფეროვნებით შეაფასონ. სხვადასხვა ნომინაციების წყალობით, კონკურსის მონაწილეებს საშუალება აქვთ, თავიანთ ფოტოისტორიებში საკითხთა უფრო ფართო წრე მოიცვან“. 

წელიწადი ანდრეი სტენინის გარეშე: ფოტოკორესპონდენტს გარდაცვალების ადგილზე პატივი მიაგეს - Sputnik საქართველო
წელიწადი ანდრეი სტენინის გარეშე: ფოტოკორესპონდენტს გარდაცვალების ადგილზე პატივი მიაგეს

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას ისახავს. კონკურსი რუსეთში ერთადერთი ადგილია, სადაც ფოტოგრაფთა საერთაშორისო საზოგადოება ფოტოჟურნალისტიკის სფეროში ახალ სახელებს პოულობს, მხარს უჭერს და ავითარებს მაღალ სტანდარტებს, აყალიბებს დოკუმენტური ფოტოგრაფიის ხარისხის კრიტერიუმებს რუსეთსა და მსოფლიოში. კონკურსის საპრიზო ფონდია პირველი ადგილისთვის –50, მეორისთვის – 35 და მესამისთვის – 25 ათასი რუბლი, ხოლო გრან–პრის მფლობელი 500 ათას რუბლს მიიღებს. 

2015 წელს კონკურსი ახალგაზრდა ფოტოგრაფების ფოტობატალიების არენად იქცა, სადაც წარმოდგენილი იყო 5000 ნამუშევარი მსოფლიოს 54 ქვეყნიდან. კონკურსის გეოგრაფიამ 4 კონტინენტი მოიცვა, მათ შორის ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთისა და სამხრეთ–აღმოსავლეთის ქვეყნები. 

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში გაიმართა, მათი ნამუშევრები კი ექსპოზიციებსა და ფესტივალებზე როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ, ფართო საზოგადოებას წარედგინა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0