წელიწადი ანდრეი სტენინის გარეშე: ფოტოკორესპონდენტს გარდაცვალების ადგილზე პატივი მიაგეს

გამოწერა
ათობით ადამიანმა მიაგო პატივი 1 წლის წინ დონბასში დაღუპული ფოტოკორესპონდენტ ანდრეი სტენინის ხსოვნას ქალაქ სნეჟნოეს მახლობლად მისი გარდაცვალების ადგილზე.

ათობით ადამიანმა მიაგო პატივი 1 წლის წინ დონბასში დაღუპული ფოტოკორესპონდენტ ანდრეი სტენინის ხსოვნას ქალაქ სნეჟნოეს მახლობლად მისი გარდაცვალების ადგილზე.

ფოტოკორესპონდენტ ანდრეი სტენინის გარდაცვალების ადგილზე ქალაქ სნეჟნოეს მახლობლად მისი კოლეგები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დენის პუშილინი. ხუთშაბათს მან განაცხადა, რომ აქ ძეგლის დადგმა იგეგმება.

"დიახ, ჩვენ აქ მემორიალის დადგმას ვაპირებთ. ზუსტი დროის თქმა, სამწუხაროდ, არ შემიძლია, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბერში მემორიალს უკვე ვიხილავთ სკოლაში, რომელიც ანდრეი სტენინის სახელობის იქნება (ქალაქ სნეჟნოეს მახლობლად მდებარე სოფელ გორნიაცკოეს სკოლა)", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

სტენინი 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში სარედაქციო დავალების შესრლებისას გაუჩინარდა დონეცკის ოლქში ქალაქ სნეჟნოესთან ახლოს, სადაც უკრაინელმა ძალოვნებმა აჯანყების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს. სააგენტო "რასია სივოდნიას" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა 3 სექტემბერს გამოაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემების მიღების შესახებ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ავტოკოლონის დაცხრილვის შედეგად დაიღუპა. სტენინი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი სიმამაცისა და გმირობის გამო, გმირობის ორდენით დააჯილდოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0