დეპუტატი: ივანიშვილს პარლამენტის ადგილების განკარგვის უფლება აქვს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იურიდიულად მხოლოდ პარლამენტს შეუძლია დეპუტატისათვის მანდატის ჩამორთმევა, მაგრამ მორალური უფლებით ივანიშვილს შეუძლია მიუთითოს, თუ ვინ უნდა დატოვოს საკანონმდებლო ორგანო, მიაჩნია მეჭიაურს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მორალური უფლება გააჩნია, მოსთხოვოს დეპუტატ გოგი თოფაძეს ქვეყნის პარლამენტის დატოვება, მიაჩნია უმრავლესობის დეპუტატს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს.

მმართველ კოალიციაში შემავალი „ქართული ოცნება–მრეწველების“ ფრაქციის დეპუტატმა გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს 2015 წლის შემოდგომაზე საგარეჯოს რაიონში შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი. ამის გარდა მან საქართველოს ნატოში შესვლის მისწრაფება გააკრიტიკა. ამის მერე თოფაძისთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევაზე და კოალიციიდან მისი პარტიის ჩამოშორებაზე ალაპარაკდნენ.

„ჩემი აზრით, იურიდიულად არავის არ აქვს მანდატის ჩამორთმევის უფლება პარლამენტის გარდა, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში. მორალურად ასეთი უფლება შეიძლება ერთ ადამიანს ჰქონდეს. მას (ივანიშვილს) შეუძლია მიუთითოს ვინმეს, დატოვოს პარლამენტი. ეს ის ადამიანია, რომელმაც ყველა ისინი მოიყვანა პარლამენტში… მას კი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არავისთვის არაფერი უთქვამს“, – განაცხადა მეჭიაურმა ტელეარხ „რუსთავი2“–ის ეთერში.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
დეპუტატმა განმარტა, თუ როდის დატოვებს კოალიციას თოფაძე

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის შემდეგ 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა. 

ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

ყველა ახალი ამბავი
0