თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 19 წლამდე ნაკრებმა, რომელიც მონტენეგროში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, მონტენეგროელ თანატოლებთან 0:2 წააგო ამხანაგურ მატჩში, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტრო.
მონტენეგროელებმა ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაიტანეს: მე-40 წუთზე საჯარიმო დარტყმით, 45-ე წუთზე კი პენალტით. 3 მარტს მეტოქეები კიდევ ერთხელ ითამაშებენ.
ქართველი 19-წლამდელები ევრო 2016-ის ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან, რომელიც 24 მარტიდან ესპანეთში, ქალაქ სევილიაში გაიმართება. გიორგი ყიფიანის გუნდის მეტოქეები მასპინძელთა გარდა ინგლისელი და ბერძენი ფეხბურთელები იქნებიან.