თბილისი, 2 მარტი — Sputnik. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიის (ECRI) რეკომენდაცია საქართველოში ჰომოფობიასთან მებრძოლი განყოფილების შემქნის თაობაზე სრულად ემთხვევა სახალხო დამცველის აპარატის პოზიციას, განაცხადა საქართველოს ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა.
2 მარტი 2016, 13:23
„რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ პრობლემაზე, რომ მსგავსი ფაქტები არსებობს… ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ კონკრეტულ ინციდენტებზე“, — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, ECRI-ს მოხსენება ნაწილობრივ სახალხო დამცველის აპარატის მასალებზე დაყრდნობითაა მომზადებული.
