მალე გაყიდვაში ქართულ-აზერბაიჯანული წარმოების ტელევიზორი გამოვა

© photo: Sputnik / Руслан Кривобок / გადასვლა მედიაბანკშიპლაზმური ტელევიზორების გაყიდვა
პლაზმური ტელევიზორების გაყიდვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწყის ეტაპზე ქართულ-აზერბაიჯანული საწარმოს მიერ დამზადებული ტელევიზორები საქართველოში გაიყიდება, თუმცა მომავალში მწარმოებლები მის ექსპორტზე გატანას აპირებენ.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. აპრილში საქართველოში გაყიდვაში ქართულ-აზერბაიჯანული წარმოების ტელევიზორები გამოჩნდება, ამის შესახებ Sputnik-ს კომპანია AG Telekom-ის დირექტორამ მიხეილ ღლონტმა აცნობა. 

ელექტრონული აპარატურის მწარმოებელი ქარხანა AG Microelectronics რუსტავში 2014 წელს კომპანია AG Telekom-მა დააფუძნა ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ერთობლივი ინვესტიციით. 

„ტელევიზორები გაყიდვაში აპრილის მეორე ნახევარში გამოვა. ისევე, როგორც ჩვენი სხვა პროდუქცია, ისინი გამოვლენ ბრენდ AG —ის სახელით. — ეს ქარხნის დასახელებაა. ეს არ არის მხოლოდ ტელევიზორები. შიგნით ცაშენებულია რამდენიმე რესივერი, ციფრული რესივერი და ასევე რესივერი თანამგზავრული თეფშისათვის“, — თქვა ღლონტმა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება
 

საწყის ეტაპზე ტელევიზორები საქართველოში გაიყიდება, თუმცა მომავალში მწარმოებლები მის ექსპორტზე გატანას აპირებენ. 

პირველი 1200-იანი პარტია საცდელია, ისინი ქართულ ბაზარზე გამოვა. მერე- აზერბაიჯანულზე. ჩვენ მოლაპარაკებებს ვმართავთ ევროპულ ქვეყნებთან. თუ ჩვენ შევძლებთ მივიღოთ ევროპული სერტიფიკატი, რისი იმედიც გვაქვს და რაზეც ვმუშაობთ, მაშინ ჩვენ სევძლებთ ევროპის ბაზარზე გავიდეთ“, — თქვა ღლონტმა. 

AG —0ს 81 სმ-იანი დიაგონალის მქონე ტელევიზორი 195 აშშ დოლარამდე ეღირება, ხოლო 102 სმ დიამეტრიანი 300 დოლარი. 

კომპანია AG Microelectronics, რომელიც ტანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, აწარმოებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ციფრულ სერვერებს, სმარტფონებს, პლანშეტურ კომპიუტერებს, ელექტრონულ პლანშეტურ სახელმძღვანელოებს და სპეციალური სამხედრო დანიშნულების ტექნიკას. 


ყველა ახალი ამბავი
0