საქართველოში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება

© facebook.com/GaribashviliOfficialბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომლის დამფუძნებელიც ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს განახორციელებენ, რომლის საერთო ღირებულება 500 მლნ ევროა.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში ქვეყნის მთავრობისა და მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების მხარდაჭერით აშენდება, — იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომლის დამფუძნებელიც ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს განახორციელებენ, რომლის საერთო ღირებულება 500 მლნ ევროა. 

საქართველოს მთავრობამ, მსოფლიოს წამყვანმა სამეცნიერო ცენტრებმა: CERN-მა (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია), INFN-მა (ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) და CNAO-მ (ონკოლოგიური ადრონთერაპიის ეროვნული ცენტრი), ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების განზრახვის თაობაზე. 

„საქართველო აქტიურად იქნება ჩართული პროექტის განხორციელებაში, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ასევე უნივერსიტეტის დაარსებას ითვალისწინებს“, —  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მეხუთე ქვეყანა იქნება მსოფლიოში, სადაც ასეთი ცენტრი იარსებებს. 

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას ჯერ კიდევ 2013 წელს გეგმავდა, რისთვისაც ბათუმში ახალი შენობაც კი აიგო. 

მაგრამ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტი შეჩერდა. 2014 წლის ბოლოს შენობა სააქციო საზოგადოება „ბათუმი თაუერსის“ ბალანსზე გადავიდა, 2015 წლის მარტში კი კომპანია RED–Co-მ  (Real Estate Development Company) შეიძინა 25 მლნ 4 ათას 626 დოლარად. 

2015 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქვეყანაში მაინც აშენდებოდა, რომლესაც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ დააფინანსებდა და არა ამერიკული კორპორაცია „მილენიუმი — ათასწლეულის გამოწვევები“. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0