ბურჯანაძე ხელისუფლებაში მოსვლის და რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პირობას დებს

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ-რუსული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასვე ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად, თვლის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს და პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგების პირობას დებს.

2015 წლის განმავლობაში ბურჯანაძე რუსეთში არაერთხელ ჩავიდა და შეხვედრები გამართა პოლიტიკოსებთან, მათ შორის დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან. კარასინ-ბურჯანაძის შეხვედრა უკანასკნელად მოსკოვში თებერვლის ბოლოს შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი განიხილებოდა მათი ნორმალიზების აუცილებლობის აქცენტით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებისთვის ემზადება

„იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და მე ამ შეხვედრებს აუცილებლად გავაგრძელებ, რადგან მიმაჩნია, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმჩნია, რომ ის პრობლემები, რომლებიც ისედაც გააჩნია ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ჩვენი უმაქნისი ხელმძღვანელობის პირობებში არ გაუარესდეს. ეს ჩემი ამოცანაა და, რა თქმა უნდა, როდესც მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მე მოვალ ხელისუფლებაში, ყველა არსებულ პრობლემას ეტაპობრივად მოვაგვარებ“, — განაცხადა ბურჯანაძემ სამშაბათს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

მან დასძინა, რომ მოცემულ მომენტში შიდაპარტიული მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო წინასაარჩევნო კომპანია „ძალიან მალე“ დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0