დეპუტატი ფიქრობს, რომ საქართველოში სექსუალური უმრავლესობის უფლებები უნდა დაიცვან

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ECRI ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, შექმნას პოლიციის სპეციალური დანაყოფი, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე იმუშავებს.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში სექსუალური უმრავლესობის უფლებები ირღვევა, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა. 

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) საქართველოს შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. კომისია ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, შექმნას პოლიციის სპეციალური დანაყოფი, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე იმუშავებს.

ლგბტ ალამი - Sputnik საქართველო
შუკაკიძე: ერთსქესიანთა ქორწინება სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება

„როგორც ვხვდები, საქართველოში ყველაზე მეტად ირღვევა ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმრავლესობის უფლებები. შიშისგან უკვე ვერაფერს იტყვი, ყველაფერს „ფობიას“ ეძახიან“, – თქვა მეჭიაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

საქართველოში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ბოლო დროს უფრო მეტ უფლებებს აძლევენ, ვიდრე ტრადიციული ორიენტაციის ადამიანებს, აღნიშნა დეპუტატმა. 


ყველა ახალი ამბავი
0