საქართველოს პრემიერმა დაჭრილი ექს–მინისტრის თანამებრძოლები დააიმედა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრს ალექსი პეტრიაშვილის დასახმარებლად ჯანდაცვის რესურსების მობილიზების კუთხით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე შეიძლება უახლოეს პერიოდში გაიხსნას, განაცხადა ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ამჟამად „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს თავს 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაესხნენ. პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებითა და თავისა და ზურგის არეში ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს პოლიცია - Sputnik საქართველო
პეტრიაშვილმა თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა

„დამაიმედებელი სატელეფონო საუბარი შედგა ჩემსა და პრემიერს შორის. მინდა მადლობა გადავუხადო მას მხარდაჭერისთვის. როგორც მან (გიორგი კვირიკაშვილმა — რედ.) მითხრა, ინფორმაციის ის ნაკადი, რაც აქვს შს სამინისტროდან, აძლევს იმედს, რომ ეს მკვლელობის მცდელობა არ დარჩება გაუხსნელი. თუმცა დღევანდელი საუბრის შემდეგ იმედი ისევ გამიჩნდა“, — განუცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

უახლოეს დღეებში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრას გეგმავენ, სადაც პეტრიაშვილზე თავდასხმის დეტალებს განიხილავენ, განაცხადა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ჯანმრთელობისთვის განზრახ ზიანის მიყენება“, თუმცა „თავისუფალი დემოკრატები“ მოითხოვენ, რომ საქმეს „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ კვალიფიკაცია მიენიჭოს.

ალექსი პეტრიაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანია. მას სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში.


ყველა ახალი ამბავი
0