დაჭრილი ოპოზიციონერის თანაპარტიელები მისთვის ადვოკატის აყვანას აპირებენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ევროინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოში იმის შემდეგ გადაიყვანეს, რაც თბილისის ერთ–ერთი სასაფლაოს ტერიტორიაზე პარასკევს მას უცნობმა პირებმა ესროლეს.

თბილისი, 29 თებერვალი Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები პარტიის გენერალური მდივნისთვის, ევროინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილისთვის, რომელზეც რამდენიმე დღის წინ თავდასხმა განხორციელდა, საქმის უფრო დეტალური შესწავლის მიზნით ადვოკატის აყვანას აპირებენ.

თბილისის ერთ–ერთი სასაფლაოს ტერიტორიაზე პარასკევს მას უცნობმა პირებმა ესროლეს. პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი ჭრილობებითა და თავისა და ზურგის ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს. თვითმხილველმა ქალმა ჟურნალისტებს მოუთხრო, რომ დაინახა, ახალგაზრდა მამაკაცი კაპიუშონით დიდი ჯოხით როგორ სცემდა ვიღაცას, მაგრამ გასროლის ხმა არ გაუგია.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
შსს: ყოფილ მინისტრზე თავდასხმა გამოძიებული იქნება

„ჩვენ გვინდა ავუყვანოთ ადვოკატი პეტრიაშვილს როგორც დაზარალებულს. ადვოკატი დეტალურად შეისწავლის საქმეს. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რამდენად ეფექტურად მუშაობენ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები. ეს არ ნიშნავს არანაირ უნდობლობას, უბრალოდ, მესამე დღე გავიდა და ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს”, — განაცხადა ჟურნალისტებთან პარტიის თავჯდომარემ ირაკლი ალასანიამ.

თავისუფალ დემოკარატთა ლიდერმა დაამატა, რომ თანაპარტიელები ისევ ითხოვენ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან და შს მინისტრთან. ასევე უცვლელი რჩება მათი მოთხოვნა მუხლი „განზრახ მკვლელობის მცდელობად“ გადაკვალიფიცირდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას „ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების“ მუხლით ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0