საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საკონსტიტუციო კომისია გააკრიტიკა

საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოჟორიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიას საქმიანობის პერიოდში არც ერთი შესწორება არ დაუმუშავებია, ამიტომაც ორგანო მუშაობას ნულოვანი შედეგით ამთავრებს.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ არ შეასრულა მოვალეობა, ამიტომ მის დასაფინანსებლად გამოყოფილი სახსრები ტყუილუბრალოდ გაიხარჯა, მიაჩნია იურიდიულ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს კახა კოჟორიძეს.

საკონსტიტუციო კომისია 2013 წლის 4 ოქტომბერს ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის უფრო მოქნილი სახელმწიფო სისტემის შესაქმნელად საჭირო წინადადებების მომზადების მიზნით. კომისიის უფლებამოსილება 2016 წლის 1 მარტს იწურება.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: კონსტიტუცია მაშინაა ცოცხალი, როცა ის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი არ არის

„ცხადია, კომისიის ვერც ერთი წევრი ვერ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში ეკისრება მმართველ კოალიციას. საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯი იქნა ამ ორი წლის განმავლობაში გაწეული — ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით სამასი ათას ლარზეა საუბარი. ფაქტობრივად, სამასი ათასი ლარი არაფერში გადაიყარა“, — განაცხადა კოჟორიძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.

კომისია მუშაობას ნულოვანი შედეგით ამთავრებს. საკონსტიტუციო ცვლილებების სახით არც ერთი წინადადება, არც ერთი აბზაცი არ ყოფილა მიღებული, — აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილია, კომისიის წევრები არიან დეპუტატები შალვა შავგულიძე, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ელისო ჩაფიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ყველა ახალი ამბავი
0