პრეზიდენტი: კონსტიტუცია მაშინაა ცოცხალი, როცა ის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი არ არის

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმში „საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება: გამოწვევები დიალოგისთვის“ 40 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმებს ეძღვნება. იუწყება პრეზიდენტის პრეს–სამსახური ხუთშაბათს, 10 სექტემბერს.

ფორუმში „საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება: გამოწვევები დიალოგისთვის“ 40 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.

 „ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მნიშვნელოვანი გზა განვლო და მჯერა, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაღრმავდება. კონსტიტუცია მაშინ არის ცოცხალი და ქმედითი, როდესაც ის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი არ არის — ის ხდება საზოგადოებრივი წრეების ინტერესის სფერო და კონსტიტუციური დებატები ინტენსიურად მიმდინარეობს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში 12 სექტემბერს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0