ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა

© МИД Грузииხოსე მანუელ გარსია-მარგაიო
ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხოსე მანუელ გარსია–მარგაიოს თქმით, „ესპანეთი, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციით არის დაინტერესებული.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია–მარგაიომ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ მარგველაშვილთან და პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილთან შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

„შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ურთიერთობა და ეკონომიკური — ტურიზმისა და სავაჭრო, ასევე განათლებისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა”, — იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გარსია–მარგაიოს განცხადებით, ესპანეთი მუშაობს საქართველოში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის გახსნაზე მიმდინარე წლის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

მიხეილ ჯანელიძე და ხოსე მანუელ გარსია-მარგალო - Sputnik საქართველო
საქართველოში ესპანეთის საელჩო გაიხსნება

„ესპანეთი, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციით არის დაინტერესებული“, — განაცხადა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.

ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი მანამდე ასევე შეხვდა ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძეს. დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრაც.

ყველა ახალი ამბავი
0