საქართველოში ესპანეთის საელჩო გაიხსნება

© http://www.mfa.gov.ge/მიხეილ ჯანელიძე და ხოსე მანუელ გარსია-მარგალო
მიხეილ ჯანელიძე და ხოსე მანუელ გარსია-მარგალო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის განხილვას და საქართველოს მიერ ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ესპანეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს სრული მხარდაჭერა ექნება, განაცხადა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალომ ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისას. 

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო - Sputnik საქართველო
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა ესპანეთის სამეფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვლინებით.

„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის განხილვას. მინისტრებმა  ასევე მიმოიხილეს ნატოს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს მიერ ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ესპანეთის სამეფოს საგარეო უწყების პირველი პირი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.


ყველა ახალი ამბავი
0