ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხოსე მანუელ გარსია-მარგალო შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალო (José Manuel García-Margallo) შაბათს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს. 

ასევე, ხოსე მანუელ გარსია-მარგალო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II–ს შეხვდება.

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს 29 თებერვალს დატოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0