ყოფილი სახელმწიფო მინისტრის თანაპარტიელები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

© Sputnik / Levan Avlabreliმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ევროინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განხორციელდა. „თავისუფალი დემოკრატები“ საქმის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების „განზრახ მკვლელობის“ მუხლით გაგრძელებას ითხოვენ.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრის, ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის
თანაპარტიელები,  პარასკევს პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმის გადაკვალიფიცირებასა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და შს მინისტრ  გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ალექსი პეტრიაშვილს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა

ინციდენტი პარასკევს, 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ლევან მიქელაძეა დაკრძალული. პეტრიაშვილს ამ დროს სამი ადამიანი ახლდა. იგი უცნობმა პირებმა ცეცხსასროლი იაღაღით დაჭრეს.

შს სამინისტრო გამოძიებას 117-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“) აწარმოებს.

„საქმის გადაკვალიფიცირება აუცილებელია, რადგან ეს მკვლელობის მცდელობა იყო. ყველაფერი, ზოგადად, პირადი დაინტერესებიდან იქყება, მაგრამ როდესაც ვიღაც ვიღაცას ესვრის, ეს უკვე პირადი ინტერესი კი არა, ეს კრიმინალია“, — განაცხადა მედიასთან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ.

„თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ. ჩვენ ამ ინფორმაციის პირადად პრემიერისგან და შს მინისტრისგან მოსმენა გვსურს“, — განაცხადა ოპოზიციაური პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნინო გოგუაძემ.

ალექსი პეტრიაშვილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია, თუმცა ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0