ბიზნეს-ომბუდსმენი გაფიცულ მაღაროელებს შეხვდება

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიმეშახტე
მეშახტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყიბულელი მაღაროელები ხელფასების 20%-ით მომატებას მოითხოვენ. ხელფასების მომატებაზე მაღაროელებმა საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეკემბრის თვეში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი იქნა მიღებული.

თბილისი, 29 фев — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდება და ადგილზე გაეცნობა შექმნილ ვითარებას, ამის შესახებ კვირიკაშვილისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მაღარო - Sputnik საქართველო
„საქნახშირი GIG“-ი ტყიბულის მაღაროს დაკონსერვებას გეგმავს

ტყიბულელი მაღაროელები უკვე 15 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ, რომელთა ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეები კომპანიის ხელმძღვანელობასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევააში დაუბრუნდებიან. მათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები უჭერენ მხარს.

კომპანია „საქნახშირიGIG“-ის ხელმძღვანელობა გაფიცულ მაღაროელებს ორი თვის განმავლობაში ხელფასების 5%-ით მომატებასა და სამომავლოდ ხელფასების ოპტიმიზაციისთვის კონკრეტული გზების მოძიებას სთავაზობს.

კომპანიის ადმინისტრაცია თავის გადაწყვეტილებას მაღაროში შექმნილი კომერციული და ტექნიკური პრობლემებით ხსნის.

ხელფასების მომატებაზე მაღაროელებმა საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეკემბრის თვეში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი იქნა მიღებული. ამ კანონის მიღების შემდეგ, ტყიბულსა და მასში შემავალ 14 სოფელს, რომელთაც მანამდე მაღალმთიანი ზონის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული, ეს სტატუსი შეუჩერდათ.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება „მთის კანონს“ გადახედავს.


ყველა ახალი ამბავი
0