თბილისში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა ტყიბულის მაღაროელთა მხარდამჭერი აქცია გამართეს, რომლებიც ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები არიან.
თბილისის ცენტრში ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა ტყიბულელი მაღაროელების მხარდასაჭერად კომპანია Georgian Industrial Group-ის შენობისკენ მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები სხვადასხვა სახის მოწოდებებით გამოვიდნენ: „სოლიდარობა ტყიბულელ მაღაროელებს“, „თავისუფლება! სამართლიანობა! სოლიდარობა!“, „არა შრომით ექსპლუატაციას!“, „მოვითხოვთ საწარმოს ნაციონალიზაციას“.
ტყიბულელი მაღროელები უკვე 15 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ, რომელთა ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეები კომპანიის ხელმძღვანელობასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევააში დაუბრუნდებიან.
კვირას ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირიGIG“-ის ადმინისტრაცია ტყიბულის მაღაროს კონხერვაციას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ განაცხადა.