თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვროცლავში (პოლონეთი) გამართულ ტურისტულ გამოფენაში პირველად ღებულობს მონაწილეობას, იუწყება აჭარის ტურიზმის უწყება.
გამოფენა ქვემო სილეზიის მარშალ ცეზარ ფშიბილსკიმ და აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ გახსნეს. საგამოფენო ცენტრში ასევე გაიმართება აჭარის დღეები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „ბათუმი“ და „ხორუმი“.
ვროცლავს 2016 წელს ევროპის კულტურის ცენტრი ეწოდა, რაც ბათუმსა და ვროცლავს შორის ურთიერთტანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ უფრო აფართოვებს. უკვე დაიგეგმა ბათუმის დრამატულ თეატრსა და ლეგნიცა ვროცლავის თეატრს შორის თანამშრომლობა.
პოპონეთში აჭარის დელეგაცია ხუთშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-ფორუმის „ვროცლავი — ბათუმი 2016“-ის მუშაობაში, რომელზეცპოლონელ ინვესტორებთან აჭარის რეგიონის ეკონომიკურ- ტურისტული პოტენციალი განიხილეს.