პოლონეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისკენ ისწრაფვის

© Парламент Грузииდავით უსუფაშვილი და მარეკ კუჩინსკი
დავით უსუფაშვილი და მარეკ კუჩინსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ახალი ინიციატივები უნდა გამოინახოს და გადაიდგას ნაბიჯები, რათა მონაწილე ქვეყნებმა ფორმატისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ, მიიჩნევს პოლონეთის პარლამენტის სპიკერი.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობას აპირებს, განაცხადა პოლონეთის სეიმის სპიკერმა მარეკ კუჩინსკიმ (Marek Kuchcinski) ქართველ კოლეგასთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე.

უსუფაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც, ქალაქ ლოძში ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს.

112 - Sputnik საქართველო
მაშველებს ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების საშუალება ექნებათ

პოლონეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ყველა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებით და საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

როგორც პოლონეთის სეიმის მარშალმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და პოლონეთი გეოგრაფიულად ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან, ქვეყნებს საერთო ინტერესები აახლოებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში „საჭიროა გამოინახოს ახალი ინიციატივები და გადაიდგას ნაბიჯები, რათა ფორმატისგან მისმა მონაწილე ქვეყნებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ», — ციტირებს კუჩინსკის სიტყვებს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.

გარდა ამისა, უსუფაშვილმა და კუჩინსკიმ პარლამენტთაშორისი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და პოლონეთისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე პერიოდულად ღონისძიებები გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0