გოგი თოფაძის მომხრეები "რესპუბლიკურ პარტიას" მმართველი კოალიციის დატოვებას თხოვენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგოგი თოფაძე
გოგი თოფაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციის მონაწილეები "რესპუბლიკელებს" ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. „ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრემიერს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დ მიმდინარე საკითხებს გააცნობენ.

გია ვოლსკი - Sputnik საქართველო
სკანდალური დეპუტატისა და მისი პარტიის ბედს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს

როგორც ფრაქცია „ქართული ცონების“ ლდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, პრემიერთან შეხვედრისას, სავარაუდოდ, მოხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურაზეც შეთანხმება. 

"უნდა შევთანხმდეთ კანდიდატურებთან დაკავშირებით – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება ტყიბულში შექმნილ ვითარებას", — განაცხადა გიორგი ვოლსკიმ სააგენტო „ინტერპრესთან“ საუბრისას.

მმართველი პარტიის წევრების შეხვედრის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისთან დღეს ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ  „რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მოწოდებებით „პარლამენტი რესპუბლიკელების გარეშე“, "მიდი გოგი, მიაწექი!", „დაითხოვეთ მუქთახორა, არაფრისმაქნისი პარლამენტი“ "რესპუბლიკელებს" ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ და მათგან მმართველი კოალიციის დატოვებას მოითხოვენ, ხოლო დეპუტატ გოგი თოფაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც მედიასთან გიორგი ვოლსკიმ განმარტა, ამ საკითხზე არა დღეს, არამედ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0