ლოს-ანჟელესში "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

გამოწერა
ბევრი კინომოყვარულისთვის წლევანდელი „ოსკარის“ დაჯილდოების მთავარი ინტრიგაა იმის გარკვევა, მისცემენ ლეონარდო დი კაპრიოს „ოსკარს“ თუ არა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. „ოსკარის“ პრემიის ლაურეატებს ლოს-ანჟელესში კვირას გამოავლენენ, ამერიკული კინოაკადემიისდაჯილდოების ცერემონია წელს 88-ედ ჩატარდება. ტრადიციულად, Dolby Theatre-ს კინოთეატრში კინოაკადემიკოსები ყველაზე საუკეთესო კინოინდუსტრიაში ყველაზე საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენენ. 

ოსკარი - Sputnik საქართველო
კინოკრიტიკოსი „ოსკარზე“: ყველა ჯილდოს „გადარჩენილი“ მიიღებს

ნომინანტთა შორისაა ფილმი „გადარჩენილი (12 ნომინაცია) და „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ (10 ნომინაცია).  მთავარ კატეგორიაში — „საუკეთესო ფილმი“ —  შესაძლო პრეტენდენტებად სახელდებიან „„ყურადღების ცენტრში“ და „თამაში დაქვეითებაზე“.

„ოსკარის“  ნომინაცია „ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმზე“ წარდგენილია რუსული მულტფილმი „ ჩვენ არ შეგვიძლია კოსმოსის გარეშე ცხოვრება“, რომლის რეჟისორიცაა კონსტანტინ ბრონზიტი. 

„საუკეთესო მსახიობის“ კატეგორიაში ლეონარდო დი კაპრიოს გამოარჩევენ, რომელიც „ოსკარისთვის“ კვლავ იბრძოლებს. მიუხედავა იმისა, რომ მსახიობი ჯილდოზე მეექვსედაა წარდგენილი, „ოსკარი“ დი კაპრიოს არასდროს მოუწპვებია. წელს კი მას წარმატებას ბევრი კრიტიკოსი უწინასწარმეტყველებს. 


ყველა ახალი ამბავი
0